საქართველო-აშშ ურთიერთობა - პოლიტიკური შეფასებები 

02 ივნ 2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში გამართულ შეხვედრებს აფასებს და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  რომ მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები. საელჩოს ინფორმაციით, ხელისუფლებასთან საუბრისას გამოიკვეთა ვაშინგტონის მზადყოფნა მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობის მიმართ.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებთან გამართულ შეხვედრებს – საელჩო წერს, რომ დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობაზე 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმესა და არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. 

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ თბილისში შეხვედრები წინა კვირას გამართა.

დელეგაციის განცხადება პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა.