პრემიერის წლიური ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები 

02 ივნ 2026

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტს წლიური ანგარიში წერილობითი ფორმით უკვე წარუდგინა.  დოკუმენტში საუბარია მთავრობის საქმიანობაზე და ინფორმაცია დარგების მიმართულებით არის მოცემული. დოკუმენტში საუბარია გეოპოლიტიკური დაძაბულობაზე და აღნიშნულია, რომ არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო საგარეო შოკებს წარმატებით გაუმკლავდა და  მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. 

ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წელს, საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით. დოკუმენტის მიხედვით  საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კვლავ არის, უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის. ასევე  წლიურ ანგარიშში საუბარია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე.

 დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ევროინტეგრაციის დღის წესრიგში არსებული ვალდებულებების განხორციელება. ანგარიშში საუბარია რეგიონული დაკავშირებადობის ჭრილში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის როლის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე.  

დოკუმენტში აღნიშნულია უკრაინის მხარდაჭერის საკითხი  და ნათქვამია,რომ საქართველო კვლავ ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში.

ანგარიშში  აქცენტი კეთდება ტურიზმზეც და აღნიშნულია, რომ 2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს, მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.