ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი გაიხსნა

02 ივნ 2026

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიალი  ახალქალაქში გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს.

ოფიციალურ ღონისძიება შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. მათ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.  

ახალი სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს,  აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია.

ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს.