ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი

02 ივნ 2026

დღეს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნება. 

კონცერტში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას, დირიჟორ სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. პროგრამაში იქნება საგუნდო მუსიკა და გუსტავ მალერის სიმფონია №10. 

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფესტივალის  ფარგლებში, წლის ბოლომდე კონცერტები და სხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება. მათში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, სოლისტები, ანსამბლები, საგუნდო კოლექტივები და ორკესტრები.

პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან მუსიკოსები - სვიმონ ჯანგულაშვილი და ზვიად ბოლქვაძე.