სპექტაკლის პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში

01 ივნ 2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის პრემიერა სახელწოდებით ,,ოქროს გასაღების საიდუმლოება“ გაიმართა.

,,თოჯინური სპექტაკლი „ოქროს გასაღების საიდუმლოება“ შერეული ფორმატის წარმოდგენაა, სადაც მსახიობები სხვადასხვა ტიპის თოჯინებთან ერთად მუშაობენ.

სპექტაკლის სიუჟეტი ბურატინოს საინტერესო და დაუვიწყარ თავგადასავალს მოგვითხრობს. სპექტაკლი შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მეგობრობა, ნდობა, პასუხისმგებლობა და თანადგომა.

გარდა პრემიერისა, დღეს თეატრმა აჭარის კულტურის სამინისტროსთან ერთად, 6 მაისის პარკში, არაკომერციული ჩვენებები საბავშვო სპექტაკლები - ,,ოქროს წიწილა’’ და ,,წითელქუდა’’ წარმოადგინა.