01 ივნ 2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება სახელწოდებით — „დიალოგი, მხარდაჭერა და ზრუნვა“ — კერძო სექტორის მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე — „არსებული გამოწვევები და საჭიროებები“, სადაც მშობლებმა ისაუბრეს იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები ყოველდღიურად დგანან.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ის ნაბიჯები, რომლებიც დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.
შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია როგორც დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, ისე ოჯახების მხარდაჭერისა და მათი საჭიროებების უკეთ წარმოჩენისთვის.