აშშ-ს საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს

01 ივნ 2026

აშშ-ს საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს სადაც წერია , რომ დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. 

მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები. აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ინტერესს, საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია ,რომ აშშ-ის დელეგაციამ შეხვედრა გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

დელეგაციამ აღნიშნა , რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს.

შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით.