მუხრან შარაშიძის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა

04 ივნ 2017

მუხრან შარაშიძის სახელობის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა. ტურნირი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალში ერთმანეთს ბათუმის “მოჭიდავეები“ და გონიოს “აფსაროსი“ დაუპირისპირდნენ.  გამარჯვებულები ფასიანი პრიზებით მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.