ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები - ხელვაჩაური

01 ივნ 2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ ხელვაჩაურში. ნაძვების სკვერში, საზეიმო და გასართობი ღონისძიებები დილიდან დაიწყო.

საბავშვო სტუდია „ჰარმონიას“ პატარა შემსრულებლებმა თანატოლებისთვის არა ერთი, მათთვის საყვარელი სიმღერა შეასრულეს. კონცერტის პარალელურად, პარკის სპორტულ მოედანზე, „მხიარული სტარტები" გაიმართა. 

გამარჯვებულებს სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ . გარდა სპორტული და გასართობი აქტივობებისა, ბავშვებისთვის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენებაც მოეწყო, მოგვიანებით კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. 

ღონისძიების ბოლოს პატარებს ნაყინით გაუმასპინძლდნენ.