ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები - გონიო

01 ივნ 2026

პატარებს საბავშვო დღესასწაული მოუწყვეს გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზეც. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საბავშვო შემეცნებითი-გასართობი პროგრამა, შეკრებილებმა ეს დღე ანიმატორებთან ერთად იზეიმეს. 

გაიმართა სხვადასხვა სახის თამაში და მხიარული სტარტები, მოეწყო კერამიკული მასტერკლასი და ბავშვებმა თაბაშირის ფიგურები მოხატეს, ღია ცის ქვეშ თოჯინების სპექტაკლიც გაიმართა და ბავშვებმა თავადაც შეასრულეს მუსიკალური ნომრები, გამოფენილი იყო ბავშვების მოზაიკური ნამუშევრები. 

მოეწყო საბავშვო მწერალთან, სოფია ბარშოვასთან შეხვედრა,რომელმაც პატარებს წიგნები საჩუქრად გადასცა. ღონისძიების ბოლოს კი განსაკუთრებული მხიარულება საპნის ბუშტების შოუმ შექმნა. 

ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.