ინკლუზიური განათლების ცენტრის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

01 ივნ 2026

ბათუმის ბულვარში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინკლუზიური განათლების ცენტრის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წარმოდგენილი იყო 40 მოსწავლისა და მათი ჯგუფელების მიერ შექმნილი  ნახატები, თექის, კერამიკის ნამუშევრები.

რეგიონში მოქმედ სამ ინკლუზიური განათლების ცენტრში 100-მდე ბავშვი სწავლობს, აღნიშნული ცენტრები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი სოციალური და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

ცენტრში მოქმედებს საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეები,სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სხვადასხვა რესურსისა და მასალის გამოყენებით ეუფლებიან სახვითი ხელოვნების ტექნიკას.

ღონისძიება აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.