01 ივნ 2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა. სამედიცინო აქციაში ქვეყნის წამყვანი ექიმები მონაწილეობდნენ.
უფასო სამედიცინო კვლევების აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით გაიმართა.