01 ივნ 2026
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კლინიკა სრულად დაფარავს აჭარისა და მიმდებარე რეგიონების საჭიროებებს.
სამედიცინო ცენტრის პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. გარდა ამისა, შენობის პირველ სართულზე მოეწყობა თანამედროვე ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 პაციენტის ერთდროულად მიღებას შეძლებს.
სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გაეცნო.