01 ივნ 2026
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა.
ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა თავდაცვის მიმართულებით არსებულ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე. მოგვიანებით, აზერბაიჯანის დელეგაციამ ჰეიდარ ალიევის ძეგლთან გადაინაცვლა და მემორიალი გვირგვინით შეამკო.