01 ივნ 2026
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი არსოშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა.