რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა

01 ივნ 2026

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა. ახლად გახსნილ  განყოფილებაში ხელმისაწვდომია მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და სრული ლაბორატორიული კვლევები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  პატარა პაციენტებისთვის ადგილზეა შესაძლებელი კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული  ტომოგრაფიის ჩატარება. აღნიშნული აპარატურა სრულად არის ადაპტირებული ბავშვთა საჭიროებებზე. 

ამ ეტაპზე, კლინიკაში სრულად ფუნქციონირებს პედიატრიული გადაუდებელი დახმარების სერვისი და მიმღები განყოფილება, რომელიც  24-საათიან რეჟიმში მუშაობს.     

უახლოეს პერიოდში კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციისა და ქირურგიული პროფილის განყოფილებების ჩამოყალიბებაც იგეგმება.