01 ივნ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა.
მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალურ გამოწვევებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში კოორდინაციის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე სამოქალაქო თავდაცვის სისტემების განვითარებაში, ბუნებრივი კატასტროფის რისკების შემცირების ხელშეწყობასა და საგანგებო სიტუაციებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებაში.