31 მაი 2026
სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია გორში მომხდარი ფაქტის მიმართ, ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია, დღეს ვთქვა“, – განუცხადა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე: ვინ გასცემდა ბრძანებას?, – მინისტრმა უპასუხა, რომ: „ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს მოხდა სპონტანურად. ისინი იმყოფებოდნენ კონკრეტულ ამოცანაზე“.
ცნობისთვის, პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა.