31 მაი 2026
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სპეკტაკლის პრემიერა გაიმართება. ,,ოქროს გასაღების საიდუმლოება,’’ - ასე ქვია წარმოდგენას, რომლის რეჟისორი - მანანა ხელაიაა.
თეატრი პატარა მაყურებელს 17:00 საათზე ელოდება. დღეს სპეკტაკლის გენერალური რეპეტიცია გაიმართა.
გარდა პრემიერისა, თეატრი, აჭარის კულტურის სამინისტროსთან ერთად, პატარებისთვის სხვადასხვა აქტივობას გეგმავს 1 ივნისს ბათუმის ცენტრალურ პარკში, კოლონადებთან, მოეწყობა არაკომერციული ჩვენებები.
თეატრი წარმოადგენს საბავშვო სპექტაკლებს - ,,ოქროს წიწილა’’ და ,,წითელქუდა.’’ ღია ცის ქვეშ 12:00 სთ დაიწყება - წარმოდგენა ,,ოქროს წიწილა’’ 13:00 სთ - კი ,,წითელქუდა’’