31 მაი 2026
ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, სროლის შედეგად 42 წლის კაცი დაიღუპა.
შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ტერიტორია კი ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. ამ დროისთვის უცნობია დაკავებულია თუ არა დამნაშავე და რა გახდა მკვლელობის მიზეზი.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 15 საათზე მოხდა, ამბობენ რომ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგონეს. მათივე ინფორმაციით, პირი რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 7-8 ჯერ გაისროლა, მოტოციკლით გადაადგილდებოდა. დაჭრილი კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.