ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტს 10 ახალი 12-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსი დაემატა

31 მაი 2026

დღეიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელში 10 ახალი, 12-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსი ჩაერთო. ავტობუსები №16 მარშრუტს მოემსახურება და ბათუმის სხვადასხვა ქუჩის გავლით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე იმოძრავებს.  
ავტობუსები გათვლილია 100-ზე მეტ მგზავრზე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების ექსპლუატაციაში გაშვებამდე განხორციელდა ყველა აუცილებელი ტექნიკური და საორგანიზაციო ღონისძიება, მათ შორის, გადამზადებულია ყველა მძღოლი.