ბათუმში  ბავშვთა  დაცვის საერთაშორისო  დღისადმი  მიძღვნილი  მრავალფეროვანი ღონისძიებები  ცენტრალურ  პარკში გაიმართება

31 მაი 2026

ბათუმში  ბავშვთა  დაცვის საერთაშორისო  დღისადმი  მიძღვნილი  მრავალფეროვანი ღონისძიებები  ცენტრალურ  პარკში გაიმართება.
11:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში დელფინარიუმის მიმდებარედ მოეწყობა: საბავშვო აქტივობების სივრცე, თემატური ფოტო კუთხეები, სახის მოხატვის სივრცე, ფერადი დეკორატიული სახლები და ინსტალაციები, საქანელები და საბავშვო გასართობი თამაშები  და სხვა სადღესასწაულო დეკორაციები.
პატარების განწყობაზე იზრუნებენ მულტფილმის პერსონაჟები და ზღაპრის გმირები. ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის ადგილობრივი შემოქმედებითი სტუდიები, ქორეოგრაფიული და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები.
ასევე, აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ცენტრალური პარკის კოლონადების მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ, მოეწყობა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების ,,წითელქუდასა“ და ,,ოქროს წიწილას“  ჩვენება.