სოფიო ღლონტის პოეზიის საღამო გაიმართა ბათუმში

31 მაი 2026

სოფიო ღლონტის პოეზიის საღამო გაიმართა ბათუმში. პოეტმა მისი ბოლო ნამუშევარი, რიგით მესამე წიგნი წარუდგინა მკითხველს. 2026 წელს გამოცემულ კრებულს “იქნება დაბრუნდეს კაცი“ ქვია და ის ავტორის ბოლო პერიოდის ლექსებსა და თხზულებებს აერთიანებს. წიგნის პრეზენტაცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.  ღონისძიების ორგანიზატორი “ქალთა კლუბი“ იყო.