31 მაი 2026
კულტურის სამინისტროსა და ფონდი "ქართული გალობის" მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში "თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი" - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.
მსმენელის წინაშე ქართული და საერთაშორისო სცენის აღიარებული ვარსკვლავები წარდგნენ. კონცერტის პროგრამა დავით თორაძის შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს - კინო, საოპერო და საბალეტო მუსიკას აერთიანებდა. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.