31 მაისს საქართველო პოლიციელის დღეს აღნიშნავს

31 მაი 2026

31 მაისს საქართველო პოლიციელის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საზეიმო ღონისძიებას გამარტავს. უწყების ადმინისტრაციულ შენობასთან 21:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა გაიმართება და შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.

ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოვებს.