30 მაი 2026
ბათუმში დაგეგმილი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან და პირველ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვდაზე განიხილა. უწყების ცნობით, ფესტივალის წარმატებით ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ჩართული უწყების კოორდინირებული მუშაობა და გამოითქვა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომ ჩემპიონატს რეგიონმა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უმასპინძლოს.