30 მაი 2026
2-6 ივნისს ბათუმში დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მზადების პროცესს საორგანიზაციო კომიტეტის წევრები გაეცნენ. აჭარა ფესტივალის პროგრამით განსაზღვრულ სპორტის 17-ივე სახეობაში იქნება წარმოდგენილი. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალს 14 დან 17 წლამდე დაახლოებით 1200 მონაწილე ეყოლება. ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები სპორტის ცალკეულ სახეობებში, მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.