,,გზა ბათუმისკენ“ – რეჟისორის და პროდიუსერის, ზვიად სირაბიძის ნამუშევრის პრეზენტაცია

30 მაი 2026

,,გზა ბათუმისკენ“ – რეჟისორის და პროდიუსერის, ზვიად სირაბიძის ნამუშევრის პრეზენტაცია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში შედგა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოგვითხრობს გასული საუკუნის ბათუმის არქიტექტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ზღვისპირა ქალაქისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია რეჟისორმა დოკუმენტურ-მხატვრული ვიდეოკლიპით გადმოსცა. პროექტი ბათუმის მერიისა და კერძო კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.