30 მაი 2026
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში ეროვნული გმირებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით — „ჩრდილიდან სინათლისკენ“ — სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა და საქართველოს უახლეს ისტორიას დაეთმო.
კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა საქართველოს მე-20 და 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები გაიხსენეს და ქვეყნის ეროვნული გმირების შესახებ მოხსენებები წარადგინეს. მათ ისაუბრეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერების გაძლიერება, ეროვნული გმირების ღვაწლის გაცნობა და პატრიოტული ღირებულებების პოპულარიზაცია იყო.