30 მაი 2026
“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრები გრძელდება. ამჯერად შეხვედრა კახეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება და ორგანიზაციის ლიდერებს კითხვებით მიმართეს, თავის მხრივ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერები მათ რეალური შედეგების მიღწევასაც დაპირდნენ. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ათივე რეგიონს მოივლიან და სტუდენტებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში შეხვდებიან. დასკვნითი შეხვედრა თბილისში გაიმართება.