30 მაი 2026
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ბიკენფესტ 2026", რომელშიც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მონაწილეობდა დასრულდა. ფესტივალის მონაწილეებს დიპლომები და ფესტივალის სიმბოლო გადაეცათ. ბათუმის დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" წარსდგნენ. იზი დაიმონდისა და ბილი უაილდერის პიესის მიხედვით - დადგმული სპექტაკლის რეჟისორი - გოჩა კაპანაძეა. ამბავს, რომელიც 30-იან წლების ჩიკაგოში ხდება 19 მსახიობი ყვება. მუსიკალური კომედია, ჯაზის ქორეოგრაფიისა და მსუბუქი იუმორის ნაზავია. ფესტივალი, მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის კულტურული დიალოგისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას და აერთიანებდა თანამედროვე და ექსპერიმენტულ თეატრალურ პროექტებს.