30 მაი 2026
ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სასწავლებელში კლასიკური მუსიკის საღამოები გრძელდება. ამჯერად მაყურებლის წინაშე ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დირიჟორ დავით მუქერიას ხელმძღვანელობით წარსდგა, რომელსაც პარტნიორობას უწევდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ნუცა კასრაძე. სოლისტმა მოცარტისა და ბეთჰოვენის პროგრამიდან შეასრულა სხვადასხვა კომპოზიცია. კლასიკური მუსიკის საღამოები გაგრძელდება.