ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “უფრო ახლოს ევროკავშირთან“ გაიმართა

30 მაი 2026

კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილება საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმში. ღონისძიება ჟან მონეს კათედრის “უფრო ახლოს ევროკავშირთან“ პროექტის ფარგლებში იმართება.
კონფერენციაში აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები მონაწილეობენ.
ორგანიზატორების განცხადებით, ამ ორი დღის განმავლობაში საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ალბანეთიდან, სერბეთიდან და ბულგარეთიდან 40-ზე მეტი მომხსენებელი წარადგენს პრეზენტაციას, მათ შორის ნაწილი ღონისძიებას დისტანციურად ერთვება.
ჟან მონეს კათედრა “უფრო ახლოს ევროკავშირთან“ სამწლიანი პროექტია, რომელიც კვლევით და სასწავლო კომპონენტს მოიცავს და ფოკუსირებულია კონკურენციასა და მომხმარებელთა სამართლის საკითხებზე. დაგეგმილია წიგნის გამოცემაც.