30 მაი 2026
ხულოში, ღორჯომის თამაზ ირემაძის სახელობის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი ,,სახლიდან სამშობლომდე” გაიმართა.
ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის ,,კულტურა მთაში” ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლები.
კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ეროვნული სამოსის და ადგილობრივების მიერ ხელით შექმნილი აჭარული ნაქარგობების გამოფენა. პროექტი მიმდინარე წელს დაიწყო და აერთიანებს სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებებს. მისი მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და კულტურული პოტენციალის გაზრდა.