29 მაი 2026
ჯანდაცვის მინისტრი ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ევროკომისარის სპიკერის წერილს ეხმაურება, რომელშიც საუბარია 2025 წლის ივნისში კომისიის მიერ გაცემულ ევროკავშირის პირობით ნებართვაზე ბაზარზე პრეპარატ „გივინოსტატის“დაშვების შესახებ.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პირობითი ავტორიზაცია ნიშნავს, რომ საჭიროა შემდგომი კვლევები და დაკვირვება.
მინისტრი კიდევ ერთხელ ხსნის საკითხს და ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით.