ბიზნეს ლაუნჯი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

29 მაი 2026

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა. სივრცე მგზავრებს ფრენამდე დასვენებისა და კომფორტულ გარემოში დროის გატარების შესაძლებლობას სთავაზობს.

პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთაშორისო პარტნიორ Visa-სთან თანამშრომლობით განახორციელეს.

გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დაესწრო.