საქართველოს ეკონომიკა ზრდას აგრძელებს — აპრილის მაჩვენებელი 6.2%

29 მაი 2026

2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის დარგმა, ინფორმაცია კომუნიკაციისა და  ტრანსპორტის დარგებმა, ასევე დასაწყობება, ვაჭრობა და საფინანსო- სადაზღვევო საქმიანობებმა.

კლების ტენდენცია კი მშენებლობის და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა.