29 მაი 2026
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნას, მედიკამენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, მედიკამენტების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში ხდება სიახლეების მოძიება და კომუნიკაცია ევროპულ ქვეყნებთან.
მინისტრმა იმ სერვისებზეც ისაუბრა, რომლებიც დიუშენისა და სხვა იშვიათი ნერვკუნთოვანი დაავადების მქონე პირებისთვის ამოქმედდა.