29 მაი 2026
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა. ახალი სივრცე ერთდროულად 70 მგზავრზეა გათვლილი და მათ ფრენამდე უფრო კომფორტულ გარემოს სთავაზობს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.
პარალელურად, აეროპორტში ამოქმედდა Fast Track სერვისი, რომელიც მგზავრებს უსაფრთხოების შემოწმებისა და სასაზღვრო კონტროლის უფრო სწრაფად გავლის შესაძლებლობას აძლევს.
სისტემა თვითმომსახურების პრინციპით მუშაობს და განსაკუთრებით პიკის საათებში ლოდინის დროის შემცირებას ისახავს მიზნად.
გახსნის ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დაესწრო.