29 მაი 2026
გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა.
მოსამართლემ ექვსივე პოლიციელის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას.
დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.