ხელვაჩაურის ადმინისტრაციული საზღვრები შესაძლოა გაიზარდოს

29 მაი 2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება იგეგმება. საკითხის ინიცირების და შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის  დროებითი სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა. 

საუბარია მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა  სტრატეგიული ობიექტებია განთავსებული. 

ინიციატივის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის  ბალანსზე დამატების 150 ათასამდე ჰექტარი გადავა, რომელიც ამჟამად  ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. საკითხი დეპუტატებმა დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.

დღესვე ცნობად მიიღეს  გარდაცვლილი საკრებულოს წევრის დავით დევაძის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, იგი პარტია „ლელო ძლიერი საქართველოს“  წევრი იყო, მისი ადგილმონაცვლე როინ აბაშიძე იქნება.

მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ბაღების გაერთიანების  2025 წლიდან დღემდე ანგარიში მოისმინეს.