29 მაი 2026
შუახევის მუნიციპალიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს. საკრებულომ განიხილა დადგენილების პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესში, ასევე ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა.
სხდომაზე იმსჯელეს ასევე შუახევი–ჩირუხის დამაკავშირებელ ხიდზე გარე განათების სისტემის საკითხზეც.
აღნიშნული ინფრასტრუქტურა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, გარე განათების მოწყობილობა მოვლა-პატრონობის მიზნით „შუახევის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ გადაეცა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წევრები არ ესწრებოდნენ.