ქედის საკრებულოს სხდომა

29 მაი 2026

ქედის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელეს. განიხილეს სოფელ ჭინკაძეების ტერიტორიაზე არსებული უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის მინიჭების საკითხი.

დღევანდელ სხდომაზე ასევე მოისმინეს და განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სამი თვის მონაცემებით ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 90 პროცენტს შეადგენს. საკრებულოს წევრებმა დამატებით იმსჯელეს შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხზე.

სხდომაზე ანგარიში წარადგინა კულტურის ცენტრმაც და გასული წლის განმავლობაში განხორციელებული კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებები შეაჯამეს.