ქობულეთის საკრებულოს სხდომა

29 მაი 2026

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქობულეთშიც, განიხილეს დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული 41-საკითხი. მიმდინარე წლის  ადგილობრივი  პროგრამული  ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში საკრებულოს მერის პირველმა მოადგილემ წარუდგინა. მან ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტში სოფლის  მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელების შესახებ, პროგრამა ქობულეთში  43-სოფელს და 2-დაბას მოიცავს და ბიუჯეტიდან 846-ათასი ლარია გათვალისწინებული.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებაც იმსჯელეს, რომელიც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ეხება.

სხდომაზე წარდგენილი საკითხების უმეტესობა, ტურისტულ სეზონზე საიჯაროდ გამოტანილი ობიექტებს საფასურის განსაზღვრას ეხებოდა, რაც 10% გაიზარდა. 

ცვლილება შეეხება  ესენია  საპლაჟო ინფრასტრუქტურას, სავაჭრო ჯიხურებს, კვების ობიექტებს. საკრებულოს სხდომაზე, "ლელო ძლიერი საქართველოს" წევრს კითხვები ჰქონდა, ეკონომიკის, ქონების მართვის და სოფლის მეურნეობის სამსახურთან. 

ოპოზიციონერი აცხადებს, რომ უწყება ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.