29 მაი 2026
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერთან „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას დადგამენ. გიორგი მასალკინის გარდა საკითხს დღეს საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
საკრებულოში პარტია გირჩის წევრი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება არღვევს კონკურენციის შესაძლებლობას.
გიორგი მასალკინის შეფასებით, საკითხთან დაკავშირებით უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი, რათა სხვა ხელოვანებსაც მისცემოდათ მონაწილეობის შესაძლებლობა. საკრებულოს სხდომაზე დღეს კიდევ 16 საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს. მათ შორის განისაზღვრა ის ლოკაციები სადაც ზღვისპირა ზოლში, პარკსა და სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლითა და ელექტრომობილებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი.
ასევე საკრებულომ დაამტკიცა ქალაქში გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების გეგმები.