ძალადობის ფაქტი გორში - პოლიტიკური შეფასებები

29 მაი 2026

გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. 

ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს და მუხლის გადაკვალიფიცირებასა და ყველა პოლიციელის ქმედების მიმართ ინდივიდუალური შეფასების მიცემას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები სისტემურ დანაშაულზე საუბრობენ.

გასაჯაროებულ ვიდეომასალაში ასახულ ფაქტს გმობს მმართველი გუნდიც, მათი თქმით, სახელმწიფოსა და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა. მათთვის სისტემურ დანაშაულზე საუბარი მიუღებელია.