ბათუმის საკრებულოს სხდომა

29 მაი 2026

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 17 საკითხის განხილვა, თუმცა საკითხების განხილვაზე გაკეთდა განცხადებები. საკრებულოს წევრებმა ბათუმის საკალათბურთო გუნდს გუშინ მიღწეული გამარჯვება მიულოცეს. 

გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. ვაჟა დარჩიამ ილიაუნის სტუდენტების საქველმოქმედო აქციაზე  გაამახვილა ყურადღება და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მდგომარეობაზე ისაუბრა.

ასევე განცხადება გაკეთდა გორში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. 

მმართველი გუნდიდან საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს რომ შესაბამისი უწყების მხრიდან სამართალდამცველების გადაცდომაზე რეაგირება იყო მყისიერი და ადეკვატური, შესაბამისად მათი განცხადებით ამ თემაზე სპეკულაცია არის მიუღებელი.

"ნუ სარგებლობთ ადამიანების სევდითა და დარდით" - ასე გამოეხმაურა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების წამლით უზრუნველყოფის საკითხს ნერიმან ცინცაძე და ოპოზიციას მოუწოდა შეწყვიტონ ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები.