29 მაი 2026
ბათუმელი პოეტის, ბელა ქებურიას საღამო გაიმართა აჭარის მწერალთა სახლში. პოეტს ამჯერად პროექტის “მწერლის საათის” ფორმატში უმასპინძლეს და საღამოს კოლეგებთან ერთად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
მათ საშუალება ჰქონდათ მოესმინათ არა მხოლოდ ბელა ქებურიას შემოქმედება, არამედ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ. ბელა ქებურია ლიტერატურული კონკურსისა და ლიტერატურული ჟურნალის „ზღვაურის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. არის ბათუმის დამსახურებული მოღვაწე“, “საპატიო ბათუმელი“, 12 წიგნის ავტორი, 14 წიგნის თანაავტორი, 20-ზე მეტი გამოცემის რედაქტორ-შემდგენელი.
მისი ლექსები თარგმნილია 11 ენაზე, წერს სცენარებს. არა ერთი ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, დავით აღმაშენებლის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ოქროს მედლისა და დიპლომის, ასევე, „რჩეული შემოქმედისა“ და „დიდოსტატის“ წოდების მფლობელი.