28 მაი 2026
გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსი პოლიციელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.
დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდა იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და დამნაშავეები დაისჯებიან. როგოც ამბობს, არ ემხრობა საკითხის გაპოლიტიკურებას, განსაკუთრებით უარს აცხადებს ოპოზიციური პარტიების ჩარევაზე.
თავის მხრივ გორში მომხდარ ძალადობას გმობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე, ალექსანდრე დარახველიძემ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ასევე განაცხადა, რომ მოქალაქემ ქვით დაზიანება მიაყენა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.