ბათუმელი ანა ბარათაშვილი კონკურსის “ივერია ბრილიანტი”-ს გამარჯვებული გახდა

28 მაი 2026

ბათუმელი ანა ბარათაშვილი კონკურსის “ივერია ბრილიანტი”-ს გამარჯვებული გახდა. უმაღლესი ჯილდო, გრანპრი მან თავისუფალ თემაზე შექმნილი ნახატებისთვის მიიღო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა და რამდენიმე წელს ითვლის.

მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნებაში ჩართვა,  განვითარება და  საზოგადოებაში სრული ინტეგრაციაა.

ანა ბარათაშვილი აღნიშნული კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია. გრანპრამდე მან ჯილდო მიიღო რომანისთვის “გულის ნაწილი”. იგი ასევე არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და რამდენიმე რომანის ავტორი.